საფრანგეთში გასულ წელს თითქმის ყველა ტიპის დანაშაული გაიზარდა, მათ შორის, ავტომანქანის ქურდობა 30%-ით

საფრანგეთში გასულ წელს თითქმის ყველა ტიპის დანაშაული გაიზარდა, მათ შორის, ავტომანქანის ქურდობა 30%-ით, სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედება 11%-ით.

საფრანგეთში გასულ წელს თითქმის ყველა ტიპის დანაშაული გაიზარდა, მათ შორის, ავტომანქანის ქურდობა 30%-ით

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში გასულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დანაშაულის მნიშვნელოვნად მაღალი დონე დაფიქსირდა, ძარცვის, ქურდობისა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი დანაშაულების გაორმაგებული მაჩვენებლებით.

„2022 წელს დაფიქსირებული დანაშაულის თითქმის ყველა მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზარდა“, – აღნიშნავენ სამინისტროში კრიმინალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ავტომობილებიდან ქურდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის მესამედით გაიზარდა (30,3%), ოჯახური ძალადობა – 16,9%-ით, ძარცვა – 13,7%-ით, სექსუალური ხასიათის ძალადობა და ძარცვა-ყაჩაღობა შესაბამისად 11,4%-ით და 11,3%-ით.

გასულ წელს სამართალდამცავებმა მკვლელობის 948 შემთხვევა დააფიქსირეს, რაც 2021 წელთან შედარებით 7,8%-ით არის მომატებული და ასევე, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის 249811 შემთხვევა გასულ წელთან შედარებით 12,9%-ით არის გაზრდილი.

გასულ წელს დაფიქსირებული თაღლითობის 459840 შემთხვევა წინა წელთან შედარებით 7,2%-ით, ნარკოტიკებით ვაჭრობის დანაშაული კი 3,9%-ით გაიზარდა.

ძალადობრივი ძარცვა იარაღის გარეშე დანაშაულის ერთადერთი კატეგორია იყო, რომელიც გასულ წელს 3,9%-ით შემცირდა.

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების რაოდენობამ, რომელმაც უკვე 72000-ს გადააჭარბა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მსჯავრდებულთა მეოთხედს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ, რაც ფრანგ გადასახადის გადამხდელს ყოველწლიურად 700 მილიონ ევროზე მეტი უჯდება.

წყარო: itv.ge