“ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენი ამერიკელებმა ააფეთქეს!”- ამერიკელი ჟურნალისტი სეიმურ ჰერში

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის სეიმურ ჰერშის თქმით, სწორედ აშშ-ს საზღვაო ძალების მყვინთავებმა განათავსეს ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის ქვეშ.

 

"ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენი ამერიკელებმა ააფეთქეს!"-  ამერიკელი ჟურნალისტი სეიმურ ჰერში

ამერიკელმა მყვინთავებმა 2022 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ ნაკადის ქვეშ ასაფეთქებელი ნივთიერებები მოათავსეს, სამი თვის შემდეგ კი ნორვეგიელებმა ის ააფეთქეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა, პულიცერის პრემიის ლაურეატმა სეიმურ ჰერშმა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა.

  • „გასულ ზაფხულს, საზღვაო ძალების მყვინთავებმა, რომლებიც მოქმედებდნენ ნატოს წვრთნების საფარქვეშ, რომლებიც ცნობილია როგორც Baltops 22, ჩადეს დისტანციურად გააქტიურებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებმაც სამი თვის შემდეგ გაანადგურეს Nord Stream მილსადენის ოთხი ხაზიდან სამი“, – წერს ის.

ჟურნალისტი ირწმუნება, რომ 26 სექტემბერს ნორვეგიის სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო სონარი ბუო, რამაც ხელი შეუწყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გააქტიურებას.

შეგახსენებთ, რომ გაზსადენები 2022 წლის სექტემბერში ააფეთქეს.  რუსულმა დაზვერვამ აღმოაჩინა დასავლური კვალი და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. ევროპაში კიდევ ერთხელ სცადეს მოსკოვის დადანაშაულება. თუმცა, გერმანელი გამომძიებლები იძულებულნი გახდნენ დაესკვნათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ვიქტორია ნულანდმა აღიარა, რომ შეერთებული შტატები კმაყოფილია ჩრდილოეთ სტრიმზე მომხდარი აფეთქებებით.

წყარო: https://seymourhersh.substack.com/p/how-america-took-out-the-nord-stream?r=5mz1