გასულ წელს საქართველოში რუსული ვალუტის ბრუნვა მთელი 180%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოში რუბლის ბრუნვა 180%-ით გაიზარდა. ამის შესახებ IDFI-ს კვლევაშია აღნიშნული.

გასულ წელს საქართველოში რუსული ვალუტის ბრუნვა მთელი 180%-ით გაიზარდა

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წელს საქართველოში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 4.6 მლრდ რუბლი, ხოლო გაყიდეს 4.3 მლრდ რუბლი.

IDFI-ს ცნობით, 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს რუბლის ბრუნვა 3-ჯერ არის გაზრდილი. (2021 წელს ყიდვა 1.61 მლრდ; ხოლო გაყიდვა 1.58 მლრდ იყო).

თუმცა კვლევაში არ არის ხაზგასმული, რომ ქართველ მომხმარებელს ბანკები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აგდებენ, რუბლთან მიმართებით – რუსული ვალუტის შესყიდვის კურსი ხელოვნურად არის დაწეული, გაყიდვის კურსი კი მაღალია. ამ უსამართლო მარჟის წყალობით მევახშე-ქორვაჭრები, სახელმწიფოს უმოქმედობის პირობებში, მომხმარებლის ჯიბეში ღრმად აფათურებენ ხელებს.