უყრაინამ კუპიანსკიდან ოჯახების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა

უყრაინამ კუპიანსკიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდებარე ტერიტორიიდან ოჯახებისა და დაუცველი მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა.

უყრაინამ კუპიანსკიდან ოჯახების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა

უყრაინის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება რუსული ძალების მიერ ქალაქის ხელახლა აღების საფრთხის ფონზე მიიღო.

„კუპიანსკში ბავშვებიანი ოჯახების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო“, – აღნიშნულია ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის განმარტებით, ევაკუაციის ბრძანება განპირობებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არასტაბილური სიტუაციით.