უყრაინაში ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს

უყრაინაში დააკავეს ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი. ქვეყნის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, ტრუხანოვი ოდესის მანქანათმშენებელი ქარხნის „კრაიანის“ საქმის ფარგლებში დააკავეს.

უყრაინაში ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს

უყრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 მაისს დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ოდესის მერის აღკვეთისღონისძიების შეცვლის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მიერ სასამართლოს მიერ მანამდე დადგენილი გირაოს გადაუხდელობა გახდა. გირაოს ოდენობა თითქმის 31 მილიონ გრივნას შეადგენდა.

ანტიკორუფციული პროკურატურა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს და მის მოადგილეს, პაველ ვუგელმანს ოდესის საქალაქო საბჭოს მიერ 2016 წელს კერძო სტრუქტურისგან ქარხანა „კრაიანის“ შენობის შეძენის გზით ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება.