აფეთქებები კიევში – რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს დრონებით შეუტია

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთმა გამოიყენა „რამდენიმე ტალღის“ ტაქტიკა, რომლის დროსაც მეტოქე შეტევებს მცირე ინტერვალებით ახორციელებს.

აფეთქებები კიევში - რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს დრონებით შეუტია

„ასეთი ტაქტიკით რუსები ცდილობენ, გამოასუსტონ დედაქალაქის საჰაერო თავდაცვის სისტემა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ცნობისთვის, მაისში რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით 10 საჰაერო თავდასხმა განახორციელა.