ილია დარჩიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონელ დიპლომატს იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც მან შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში და წარმატება უსურვა სამომავლო საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებული ორმხრივი თანამშრომლობისა და დღის წესრიგის აქტუალური საკითხებზე. მაღალი შეფასება მისცეს საქართველო – იაპონიას შორის, ჩამოყალიბებულ სანიმუშო ურთიერთობებს როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

განსაკუთრებულად აღინიშნა ბოლოდროინდელი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურების დადებითი დინამიკა. შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.